Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ თურქმენეთთან ტრანზიტის თაობაზე გარიგებას ცდილობს


აშშ-ის დიპლომატმა განაცხადა, რომ აშშ-ს იმედი აქვს, მიაღწიოს შეთანხმებას თურქმენეთთან, ავღანეთისკენ მიმავალი არასაბრძოლო დანიშნულების ტვირთის მის ტერიტორიაზე ტრანზიტის შესახებ. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილის რიჩარდ ბაუჩერის თქმით, მან ოთხშაბათს ისაუბრა ამ საკითხზე პრეზიდენტ გურბანგული ბერდიმუხამედოვთან. ვაშინგტონს არასამხედრო ტვირთის გატარებაზე შეთანხმება უკვე აქვს რუსეთთან, ყაზახეთთან და უზბეკეთთან. ბაუჩერის თქმით, აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია უფრო დიდ აქცენტს შუა აზიაზე აკეთებს.
XS
SM
MD
LG