Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოჭის მერობის კანდიდატთა სიიდან მილიარდერი ლებედევი ამოიღეს


რუსეთის ქალაქ სოჭის მერის თანამდებობაზე კანდიდატთა სიიდან ამოიღეს მილიარდერ ალექსანდრ ლებედევის გვარი, იუწყება ზამთრის ოლიმპიადის მომავალი მასპინძელი ქალაქის საარჩევნო კომისიის ოფიციალური წარმომადგენელი. ნატალია ტკაჩოვას თანახმად, სიიდან გვარის ამოღების მიზეზი იყო ის, რომ ლებედევმა დაარღვია წესი, როცა თავისი კანდიდატურის რეგისტრირებისას შეავსო საფინანსო დოკუმენტები. ლებედევი, “ასოშიეიტიდ პრესის” თანახმად, ბრალდებას უარყოფს და აპირებს მიმართოს სასამართლოს. სოჭის მერის არჩევნები 26 აპრილს გაიმართება.
XS
SM
MD
LG