პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე რადიკალურ ოპოზიციას მოუწოდებს, უახლოეს დღეებში გადაწყვიტოს, სურთ თუ არა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ინსტიტუციონალურ რეფორმებში მონაწილეობის მიღება.
როგორც დავით ბაქრაძემ განათლების სამინისტროში მეცნიერებთან შეხვედრამდე განაცხადა, უკანასკნელ დღეებში რადიკალური ოპოზიციის ლექსიკაში გაჩნდა სიტყვა “დიალოგი”, მაგრამ ამ სიტყვის უკან იგივე ულტიმატუმი - პრეზიდენტის გადადგომა დგას.
ბაქრაძის აზრით, ეს დიალოგის შემოთავაზება არ არის, თუმცა ხელისუფლება მაინც დაიწყებს სერიოზულ ინსტიტუციონალურ, სისტემურ და პოლიტიკურ რეფორმებს ოპოზციიის იმ ნაწილთან ერთად, ვისაც ნამდვილად სურს მათში მონაწილეობა საზოგადოებასთან ერთად.
“თუ რადიკალურ ოპოზიციას ნამდვილად უნდა დიალოგი და არა მხოლოდ ამ სიტყვის გამოყენება, მოვუწოდებ, უახლოესი დღეების განმავლობაში გააკეთონ არჩევანი, სურთ თუ არა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ინსტიტუციონალურ რეფორმებში მონაწილეობის მიღება”, - განაცხადა დავით ბაქრაძემ და დასძინა, რომ ამ რეფორმებს ხელისუფლება უახლოეს დღეებში მაინც განახორციელებს.
პარლამენტის თავმჯდომარე მეცნიერებათა აკადემიის საბჭოს და აკადემიის 25 ახალ წევრ-კორესპონდენტს შეხვდა