Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციასთან შეტაკების შედეგად დაშავდნენ ოპოზიციის ლიდერები


გია გაჩეჩილაძე
გია გაჩეჩილაძე
თბილისში ვითარება დაიძაბა მას შემდეგ, რაც საღამოს დაპირისპირება მოხდა თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს წინ რადიკალური ოპოზიციის მომხრეებს და სამართალდამცავებს შორის. მომიტინგეები სამმართველოსთან მივიდნენ, მათი განმარტებით, თანამოაზრეების გასათავისუფლებლად. მომღერალი გია გაჩეჩილაძე ("უცნობი") ღობეზე გადახტა - რის შემდეგაც აქციის სხვა მონაწილეებმაც სცადეს პოლიციის სამმართველოს ეზოში შეღწევა. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ რეზინის ტყვიები გამოიყენა, რის შედეგადაც დაშავდა ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი.

დაჭრილი ოპოზიციონერები საოპერაციო დარბაზში
როგორც ჩვენმა კორესპონდენტმა შეგვატყობინა ღუდუშაურის სახელობის კლინიკიდან, იქ მიიყვანეს ლევან და გია გაჩეჩილაძეები, დავით გამყრელიძე, აგრეთვე ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები. დაშავებულები არიან პოლიციელებს შორისაც - განაცხადა დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ეკა ზღულაძემ.
XS
SM
MD
LG