Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი: ამბოხთან რუსეთის კავშირის მტკიცებულება არ გვაქვს


საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა რუსულ რადიო „ეხო მოსკვისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა - არასოდეს მითქვამს, რომ მუხროვანის ბატალიონის ამბოხთან რუსული სპეცსამსახურების კავშირის შესახებ მტკიცებულებებს ვფლობდითო.

„მე არასოდეს მითქვამს, რომ ზუსტი ინფორმაცია გვაქვს“, - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რუს სამშვიდობოებს ქართული მხარე არასოდეს დასხმია თავს.

„ყოველთვის ვთავაზობდით რუსეთს და ყველა დანარჩენს, ეს საკითხები საერთაშორისო კომისიებთან თანამშრომლობით შეგვესწავლა. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვგეგმავდით, რომ ჩვენს ტერიტორიაზე რუსეთის პროვოცირება მოგვეხდინა. თვითმკვლელები არასოდეს ვყოფილვართ და არც დღეს ვართ“, - განაცხადა სააკაშვილმა.

XS
SM
MD
LG