Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ანდრო ბარნოვი


დღეს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი ანდრო ბარნოვი. საუბარი 11 მაისს დაგეგმილ პრეზიდენტისა და ოპოზიციის შეხვედრას შეეხებოდა. ექსპერტი ფიქრობს, რომ არავის აქვს დღევანდელი შეხვედრის შედეგად მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოლოდინი. ბარნოვი თვლის, რომ რეალურ ”ხაფანგს” ოპოზიციას საზოგადოების, ან ოპოზიციის ის ნაწილი დაუგებს, რომელიც იტყვის, რომ თუ დღევანდელი მოლაპარაკებების შედეგი არ იქნება ის, რაც მათ სურდათ, მოლაპარაკებები უნდა შეწყდეს და აღარ განახლდეს. ბარნოვის აზრით, ხელისუფლებას სურს არასაპარლამენტო ოპოზიციის რადიკალიზაცია და ის, რომ თავისი ავტორობით განახორციელოს სერიოზული ცვლილებები, მაგრამ მოხდება, თუ არა ეს, ისევ არასაპარლამენტო ოპოზიციაზეა დამოკიდებული. ”მე რომ ვიყო ოპოზიციის ადგილას, არა მგონია, ეს დამეშვა” - ამბობს ბარნოვი.
XS
SM
MD
LG