Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციის აქტივისტებმა თბილისის რკინიგზის სადგურის ლიანდაგი დაიკავეს


ოპოზიციის აქტივისტები, რუსთაველის გამზირზე აქციის შემდეგ, თბილისის ცენტრალური სარკინიგზო სადგურისკენ წავიდნენ, დაიწყეს რკინიგზის პიკეტრიება და ლიანდაგები დაიკავეს. ჩვენი კორესპონდენტი, მარინა ვაშაყმაძე სადგურიდან იუწყებოდა, რომ პიკეტის მონაწილეებმა არ მისცეს საშუალება ბათუმში მიმავალ მატარებელს, გასულიყო. მისივე თანახმად, სამართალდამცველებს პიკეტისთვის ხელი არ შეუშიათ. ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ თუკი რკინიგზის პიკეტირების აქციამ შედეგი არ გამოიღო, “დამატებით აქცია იქნება აეროპორტის მიმართულებით”. ბესელიამ თქვა, რომ თუ ამ ნაბიჯებზეც არ ექნება ხელისუფლებას ადეკვატური რეაქცია, პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ხელისუფლებამ, ვითარება იქნება უკონტროლო.
XS
SM
MD
LG