Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა საუდის არაბეთში ჩავიდა


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა საუდის არაბეთში ჩავიდა ახლო აღმოსავლეთის ტურნეს წინ, რომლის მიზანია ისლამურ სამყაროსთან ამერიკის ურთიერთობების გაუმჯობესება. ობამამ მოლაპარაკებები გამართა საუდის არაბეთის მეფე აბდულასთან. ხუთშაბათს ის ეგვიპტეში გამოვა სიტყვით, რომლის ყურადღების ცენტრში იქნება, როგორც ვარაუდობენ, აშშ-სა და მუსულმანურ სამყაროს შორის დიალოგი. ასევე, ვარაუდობენ, რომ საუდის არაბეთისა და ეგვიპტის ლიდერებთან ობამას მოლაპარაკებებზე საუბარი იქნება იმაზე, თუ როგორ შეიძლება ისრაელსა და პალესტინელებს შორის სამშვიდობო პროცესის წინ წაწევა და როგორ უნდა მოხდეს ირანის ბირთვული პროგრამის შეკავება.
XS
SM
MD
LG