ირანში ოპოზიციური ჯგუფები აუქმებენ თეირანში დღეისთვის დაგეგმილ დემონსტრაციას, მის სანქცირებაზე მთავრობის უარის გამო. 12 ივნისის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციის მომხრეები პროტესტს გამოთქვამენ არჩევნების, მათი შეფასებით, გაყალბების გამო. არჩევნებში გამარჯვებულად პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი გამოცხადდა. არჩევნებში დამარცხებულ რეფორმისტ კანდიდატ მეჰდი ქარუბის პარტიის წარმომადგენელმა საინფორმაციო სააგენტო “როიტერსს” უთხრა, რომ დემონსტრაცია გაუქმებულია. დღესვე ირანის უშიშროების საბჭომ გაიმეორა ქვეყნის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის გაფრთხილება, რომ ოპოზიციის ლიდერებს დაეკისრებათ პასუხისმგებლობა “უკანონო” საპროტესტო აქციების გამართვის შემთხვევაში.
ყველაზე პოპულარული
1