Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთი ევროკავშირის მისიის პატრულზე განხორციელებულ თავდასხმას გმობს


ჩეხეთის რესპუბლიკა, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა, მკაცრად გმობს ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის პატრულზე 21 ივნისს განხორციელებულ თავდასხმას.
ჩეხეთის რესპუბლიკა სამძიმარს უცხადებს თავდასხმის შედეგად დაღუპული ავთანდილ ახალაძის ოჯახსა და ნათესავებს. მის განცხადებაშია ნათქვამია, რომ ნებისმიერი თავდასხმა ევროკავშირის შეუიარაღებელ მეთვალყურეებსა და პატრულზე სრულიად დაუშვებელია.
პრაღა მიიჩნევს, რომ თავდასხმაში დამნაშავე პირები მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგნენ.
XS
SM
MD
LG