Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბურჯანაძე არ გამორიცხავს ოპოზიციური პარტიების გადაჯგუფებას


პოლიტიკური ორგანიზაციის - "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" - ლიდერი ნინო ბურჯანაძე არ გამორიცხავს ოპოზიციური პარტიების გარკვეულ გადაჯგუფებას. პარლამენტთან გამართულ საინფორმაციო მიტინგზე გამოსვლისას, ბურჯანაძემ განაცხადა, რომ უნდა მოხდეს იმ ადამიანთა გაერთიანება, ვისაც ერთიანი ხედვა აქვს და ერთიანი სტრატეგიის მომხრეა. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის თქმით, უახლოეს მომავალში "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო" საზოგადოებას თავის სტრატეგიას გააცნობს. ბურჯანაძემ დასძინა, რომ აუცილებლად მიიჩნევს მწვავე საპროტესტო აქციების გაგრძელებას.
XS
SM
MD
LG