Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰონდურასში კომენდანტის საათი გამოცხადდა


ჰონდურასის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა რობერტო მიჩელეტიმ პრეზიდენტ მანუელ ზელაიას გაქცევიდან რამდენიმე საათში ორმოცდარვა საათით კომენდანტის საათი გამოაცხადა. ჰონდურასში შეიარაღებული გადატრიალების გამო ჰონდურასის პრეზიდენტი კოსტა რიკაში გაიქცა. ზელაია აცხადებს, რომ ის ჰონდურასის პრეზიდენტად რჩება. ჰონდურასში მომხდარი გადატრიალება უკვე დაგმეს ევროკავშირმა, შეერთბულმა შტატებმა და გაერომ. შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჰონდურასელებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს. შეიარაღებული გადატრიალება დაგმო ვენესუელის პრეზიდენტმა უგო ჩავესმაც. გადატრიალება ჰონდურასში მოხდა რეფერენდუმის წინ, რომელზეც უნდა გარკვეულიყო ექნებოდა, თუ არა მანუელ ზელაიას პრეზიდენტის პოსტზე კიდევ ერთხელ კენჭისყრის უფლება.
XS
SM
MD
LG