ბელორუსიის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, მისი ქვეყანა არ აპირებს, ბრმად მიბაძოს დასავლეთის პოლიტიკურ სისტემას. პარასკევს ბელორუსიაში დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობენ, ხოლო გუშინ ნაცისტური გერმანიისგან გათავისუფლების 65-ე წლისთავი აღნიშნეს. ამ თარიღებისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე გამოსვლისას, ლუკაშენკომ თქვა, რომ გაცილებით უკეთესი იქნება, თუ ქვეყნები მეტად ითანამშრომლებენ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის, ტერორიზმთან, ნარკოტიკების კონტრაბანდასა და ტრეფიკინგთან ბრძოლის საკითხებში, და ნაკლებად იდავებენ იმაზე, ვისი პარლამენტი ჯობია და ვისთან არის დემოკრატიის ხარისხი უფრო მაღალი. ბელორუსიის ლიდერმა დასძინა, რომ მისი ქვეყანა აპირებს, თანამშრომლობა გააღრმავოს როგორც დასავლეთთან, ისე თავის ტრადიციულ მოკავშირესთან, რუსეთთან. ბოლო ხანს მინსკისა და მოსკოვის ურთიერთობა გაუარესდა - ექსპერტთა შეფასებით დიდწილად იმიტომ, რომ უწინდელთან შედარებით ბევრად ინტენსიური გახდა ბელორუსიის თანამშრომლობა ევროპის კავშირთან.
ყველაზე პოპულარული
1