Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა: საერთაშორისო წესრიგის ქვაკუთხედი სახელმწიფოს სუვერენიტეტია


აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებით, საერთაშორისო წესრიგის ქვაკუთხედი სახელმწიფოს სუვერენიტეტის პრინციპი უნდა იყოს. მოსკოვში ვიზიტის მეორე დღეს, “რუსეთის ეკონომიკის სკოლაში” გამოსვლისას, ობამამ აღნიშნა, რომ, ისევე როგორც ყველა ქვეყანას აქვს საკუთარი ლიდერის არჩევის უფლება, მათ აქვთ უფლება, ჰქონდეთ უსაფრთხო საზღვრები და საკუთარი საგარეო პოლიტიკა. ობამამ დასძინა, რომ ეს ასეა რუსეთისთვისაც და აშშ-ისთვისაც. "ნებისმიერი სხვა სისტემა, რომელიც ამ უფლებებს უგულებელყოფს, ანარქიას მოიტანს. ამიტომაც, ეს პრინციპი უნდა ვრცელდებოდეს ყველა ქვეყანაზე, მათ შორის საქართველოსა და უკრაინაზე,”- თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.
XS
SM
MD
LG