Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში სარაკეტო იერიშების შედეგად 30-ზე მეტი ექსტრემისტი დაიღუპა


პაკისტანის სადაზვერვო სამსახურის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, სავარაუდოდ, აშშ-ის მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად, ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში დღეს, სულ ცოტა, 25 ექსტრემისტი მოკლეს. ამ წყაროს ცნობით, იერიში განხორციელდა სამხრეთ ვაზირისტანის რეგიონში და მიმართული იყო თალიბების ბადრაგის წინააღმდეგ. საქმე ეხება დღეს განხორციელებულ მეორე იერიშს. წინა იერიშის შედეგად ამავე რეგიონში, სულ ცოტა, 6 ექსტრემისტი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG