Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში დაღუპული ბრიტანელების რიცხვმა ერაყში მოკლულებისას გადააჭარბა


ბრიტანეთის განცხადებით, ავღანეთში 24 საათის მანძილზე 8 ბრიტანელი ჯარისკაცი დაიღუპა, რის შედეგადაც ავღანეთში ბრიტანელების მსხვერპლმა გადააჭარბა ერაყის ომში დაღუპული ბრიტანელი სამხედროების რიცხვს. ავღანეთში, ბოლო მონაცემებით, 184, ხოლო ერაყში 179 ბრიტანელია დაღუპული. პრემიერ-მინისტრ გორდონ ბრაუნის განცხადებით, ბრიტანელ სამხედროებს ძალიან მძიმე ზაფხული დაუდგათ თალიბ ექსტრემისტებთან ბრძოლაში, მაგრამ გაუმკლავდებიან თავიან ამოცანას, რათა დაეხმარონ ავღანეთს აგვისტოში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებაში. ბრიტანელი სამხედროები ამერიკელებთან ერთად მონაწილეობენ მსხვილ ოპერაციაში, რომელიც სამხრეთ ავღანეთში მიმდინარეობს იქ თალიბანის განსაკუთრებით ძლიერი პოზიციების წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG