Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში ოთხშაბათს მომხდარი ავიაკატასტროფის გამოძიება მიმდინარეობს


ირანში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულ საქართველოს მოქალაქეთა ნათესავები, ცხედრების იდენტიფიკაციის მიზნით, კატასტროფის რაიონში გაემგზავრნენ. შეგახსენებთ, რომ კომპანია „კასპიის ავიახაზების“ კუთვნილმა ტუ-154-მა, რომელიც თეირანი-ერევნის რეისს ასრულებდა, კატასტროფა ოთხშაბათს ქალაქ კაზვინთან განიცადა. დაიღუპა 168 ადამიანი, მათ შორის საქართველოს 2 მოქალაქე. სომხეთის სამოქალაქო ავიაციის სამმართველოდან სააგენტო რია-ნოვოსტის დღეს აცნობეს, რომ ტუ-154-მა შემდგომი ექსპლუატაციის ნებართვა მას შემდეგ მიიღო, რაც ერთი თვის წინ, რუსეთში სრული ტექნიკური მომსახურების პროცედურა გაიარა. ავიაკატასტროფის მიზეზის დასადგენად ამჟამად თვითმფრინავის ე.წ. შავი ყუთების მონაცემთა გაშიფვრა მიმდინარეობს. ირანის ტელევიზიის ცნობით, ექსპერტთა მუშაობას ის გარემოება აფერხებს, რომ საბორტო თვითჩამწერები დაზიანებულია. თეირანიდან ერევნისკენ მიმავალი თვითმფრინავის კატასტროფის გამო, სომხეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში დღეს გლოვა გამოაცხადა. დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი აშშ-ის ადმინისტრაციამ გამოუცხადა.
XS
SM
MD
LG