Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენი თბილისში დღის მეორე ნახევარში ჩამოვა


ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი თბილისში 16.30 საათისთვის ჩამოფრინდება. საღამოს 20:00 საათზე პრეზიდენტის სასახლეში ჯოზეფ ბაიდენისა და მიხეილ სააკაშვილის ვახშამი გაიმართება. შემდეგ კი, იქვე, 21.00 საათზე დაგეგმილია კონცერტი. ორივე ღონისძიების პირდაპირ ეთერში გაშუქებაა დაგეგმილი. ხვალ პრეზიდენტის სასახლეში ვიცე-პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება და, სავარაუდოდ, სწორედ ამ დროს შედგება ჯოზეფ ბაიდენსა და მიხეილ სააკაშვილს შორის ოფიციალური შეხვედრა. ბაიდენი ასევე გეგმავს შეხვედრას ოპოზიციის წარმომადგენლებთან. 16.30 საათისთვის კი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტს ეწვევა და დეპუტატების წინაშე მოხსენებით გამოვა. ჯოზეფ ბაიდენი საქართველოს 23 ივლისს, დაახლოებით, 21.00 საათისათვის დატოვებს.
XS
SM
MD
LG