Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენის თანამდებობაზე უმრავლესობამ გიორგი ტუღუშის კანდიდატურა დაასახელა


სახალხო დამცველის თანამდებობაზე საპარლამენტო უმრავლესობამ გიორგი ტუღუშის კანდიდატურა დაასახელა. ტუღუში პროფესიით იურისტია. ამჟამად ის მენეჯერია ევროკავშირის პროექტისა, რომელიც ომბუდსმენის აპარატის საქმიანობის ხელშესაწყობის მიზნით ხორციელდება. ფრაქცია "ძლიერმა საქართველომ" სახალხო დამცველის პოსტზე საპარლამენტო უმცირესობის წევრის, დიმიტრი ლორთქიფანიძის კანდიდატურა წამოაყენა. ამჟამინდელ ომბუდსმენს სოზარ სუბარს უფლებამოსილების ვადა 16 სექტემბერს ეწურება.
XS
SM
MD
LG