Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვი ეწინააღმდეგება ევროკავშირის მისიაში ამერიკელი მეთვალყურეების შესაძლო ჩართვას


სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებასა და რეგიონული უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე იმსჯელეს მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კარასინმა და აშშ-ის ელჩმა ბაიერლიმ. დეტალების შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არაფერს იუწყება. სამინისტროს ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით, სააგენტო ინტერფაქსმა დღეს გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოში მოქმედ ევროკავშირის მისიაში ამერიკელი მეთვალყურეების შესაძლო ჩართვას რუსეთი ცუდ იდეად მიიჩნევს. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, რომლის ვინაობას ინტერფაქსი არ ასახელებს, განაცხადა, რომ რეგიონში ამერიკელი მეთვალყურეების ყოფნა რეალურად არაფერს შეცვლის, თუმცა, მოსკოვისა და ვაშინგტონის ურთიერთობაზე უარყოფითად აისახება.
XS
SM
MD
LG