ცხინვალის რეგიონში სროლის განახლების და ოკუპირებულ რაიონში მოქცეული ისტორიული ძეგლების მახლობლად რუსი სამხედროების მიერ აეროდრომის მშენებლობის გამო, საქართველოს საგარეო საქმეთა და შს-თა სამინისტროების წარმომადგენლები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ, საქართველოში გერმანიის ელჩმა პატრიცია ფლორმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დიპლომატები ძალადობას გმობენ და ყველა მხარეს თავშეკავებისკენ, განსაკუთრებით, აგვისტოს ომის წლისთავის მოახლოების გამო მოუწოდებენ.