პარლამენტმა 6 აგვისტოს მიიღო დადგენილება "ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების შემადგენლობაში (ISAF) სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს შეიარაღებული ძალების ერთი ქვეითი ასეულის, ერთი ქვეითი ბატალიონისა და სამხედრო მოსამსახურეების გაგზავნაზე თანხმობის მიცემის შესახებ". დადგენილების პროექტს მხარი პარლამენტის 84-მა წევრმა დაუჭირა. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობის შესახებ. პრეზიდენტის გადაწყვეტილების საფუძველზე, ქვეითთა ერთი ასეული გვიან შემოდგომაზე გაემგზავრება ავღანეთში, ბატალიონი კი 2010 წელს. საფრანგეთის კონტინგენტის დაქვემდებარებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების ერთი ასეული განთავსდება, ამერიკის შეერთებული შტატების კონტინგენტში - ერთი ბატალიონი, ხოლო თურქეთის კონტინგენტში - ორი სამხედრო მოსამსახურე.
ყველაზე პოპულარული
1