Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კადიროვი უარყოფს ბრალდებას უფლებადამცველის მკვლელობის შესახებ


ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, რამზან კადიროვმა, კიდევ ერთხელ უარყო ბრალდებები, რომ ის იდგა ცნობილი რუსი უფლებადამცველის, ნატალია ესტემიროვას მკვლელობის უკან. რადიო ”თავისუფლებისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში კადიროვმა განაცხადა, რომ ამგვარი ბრალდება მის ადამიანის უფლებებს არღვევს. ”მე რატომ მადანაშაულებენ? გამომძებლებმა თავიანთი საქმე გააკეთონ. თუ კადიროვი ან მისი ხალხია დამნაშავე, ისინი გაასამართლონ და ციხეში ჩასვან” - უთხრა კადიროვმა ჩვენს რადიოს. კადიროვის თქმით, ესტემიროვას მკვლელობის გამოძიება სრულფასოვანი იქნება. ესტემიროვა გასულ თვეში გროზნოდან გაიტაცეს, და მის გვამს რამდენიმე საათში მეზობელ ინგუშეთში მიაგნეს.
XS
SM
MD
LG