ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში ორი უიღური წამყვანი აქტივისტი დააკავეს უნებართვო მიტინგის მოწყობისთვის. მათ ჩინეთს პროვინცია სინიანში “სახელმწიფო ტერორიზმის” განხორციელებაში დასდეს ბრალი. როგორც იტყობინებიან, მიტინგზე 500 ადამიანი შეიკრიბა. მათ ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერით, “თავისუფლება იუღურისტანს”. გასულ თვეში სინიანში მაჰმადიანურ უმცირესობას - უიღურებს - და ჩინელებს შორის შეტაკებების დროს 200 ადამიანი დაიხოცა.
ყველაზე პოპულარული
1