Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხი სტუდენტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუმრობენ


ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გია ხუბუა ჩეხ სტუდენტებს უმასპინძლებს და სამართალმცოდნეობის თემაზე მათ ლექციას წაუკითხავს. გაცვლითი პროექტი ორ კვირას მოიცავს და 30 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. პროექტი ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის საქართველოსა და ჩეხეთის წარმომადგენლობების მიერ ხორციელდება. პროექტის მეორე, დასკვნით კვირას, 24-30 აგვისტოს პრაღას ქართველი იურისტი სტუდენტები ეწვევიან და მათთვის დაგეგმილ აკადემიურ და სოციალურ პროგრამებში მიიღებენ მონაწილეობას.
XS
SM
MD
LG