Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შამბა: რუსეთი უარს არ იტყვის აფხაზეთის აკვატორიაში სასაზღვრო ჯარების გაგზავნაზე


აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი შამბას თქმით, რუსეთი აფხაზეთის აკვატორიაში სასაზღვრო ჯარების გაგზავნაზე უარს არ იტყვის. ეს განცხადება შამბავ რადიო "ეხო მოსკვის" ეთერში გააკეთა. მან აღნიშნა, რომ წელს ადგილი ჰქონდა რამდენიმე ინციდენტს, რომლის დროსაც ქართულმა მხარემ აფხაზეთის გემები დააკავა. შამბას თქმით, ამ ქმედებებს ქართული გემები ნეიტრალურ წყლებში ახორციელებდენ. შამბას ამ განცხადების საპასუხოდ საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ, საერთაშორისო სამართლის ნორმებით, საქართველოს სრული უფლება აქვს, საზღვაო აკვატორია გააკონტროლოს.
XS
SM
MD
LG