Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენეციაში იტალიური ფილმით იხსნება საერთაშორისო კინოფესტივალი


დღეს ვენეციის კინოფესტივალი იწყება. რიგით 66-ე კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში 23 ფილმია წარმოდგენილი. ფორუმი, რომელიც 12 სექტემბრამდე გასტანს, ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად იხსნება იტალიური ფილმით. ეს არის ჯუზეპე ტორნატორეს ნამუშევარი “ბაარია”, რომელიც ტორნატორეს მშობლიური სიცილიის ერთ პატარა ქალაქში მეორე მსოფლიოს ომის პერიოდის ამბებზე მოგვითხრობს. ვენეციის კინოფესტივალზე მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკნოკურსო პროგრამაშია ჩართული ქართველი კინორეჟისორის ნამუშევარიც. ეს არის სალომე ალექსის ფილმი “ბედნიერება”.
XS
SM
MD
LG