Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევაში მოლაპარაკების მე-7 რაუნდი დასრულდა, შემდეგი - 11 ნოემბერს გაიმართება


ჟენევაში გაიმართა კავკასიის უსაფრთხოების საკითხებზე საერთაშორისო კონსულტაციების მორიგი, მე-7 რაუნდი. ეუთოს შეფასებით, ეს იყო "კონსტრუქციული წვლილი რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხელშესაწყობად". ეუთოს მორიგე თავმჯდომარის საგანგებო წარმომადგენელ ხარალამპოს ხრისტოპულოსის განცხადებით, ეუთოს დისკუსიის დღევანდელი რაუნდის მთავარ ელემენტად მიაჩნია პრაქტიკულ დეტალებზე ორიენტირებული დისკუსია ძალის გამოუყენებლობასა და უსაფრთხოების საერთაშორისო დებულებების შესაძლო სამომავლო შეთანხმების ელემენტებთან დაკავშირებით. ხრისტოპოლუსი და ჟენევის კონსულტაციების დანარჩენი ორი თანათავმჯდომარე, გაეროს წარმომადგენელი იოჰან ვერბეკე და ევროკავშირის წარგზავნილი პიერ მორელი მოლაპარაკების მონაწილეებს შეუთანხმდნენ, რომ შემდეგი შეხვედრა ჟენევაში 11 ნოემბერს გაიმართება. დისკუსიები დღეს ორ ჯგუფში პარალელურად გაიმართა: ერთმა უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები განიხილა, მეორემ - ჰუმანიტარულ ვითარებაზე იმსჯელა.
XS
SM
MD
LG