Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში აღირიცხა ღორის გრიპით გარდაცვალების პირველი შემთხვევა


რუსეთში ღორის გრიპით ადამიანის გარდაცვალების პირველი შემთხვევის შესახებ აცხადებენ. ივანოვსკის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა დმიტრი ლვოვმა განაცხადა, რომ H1N1 ვირუსით ინფიცირებული მედიცინის მუშაკი ქალი, რომელიც ბულგარეთიდან დაბრუნდა, ის დიაგნოზის დასმიდან ერთ დღეში გარდაიცვალა. ეს შემთხვევა სექტემბრის დასაწყისში მოხდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, მსოფლიოში ღორის გრიპით გარდაცვლილთა რაოდენობამ 3486 შეადგინა.
XS
SM
MD
LG