Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჰმადინეჟადის თქმით, ირანზე თავდასხმას ვერც ერთი ქვეყანა "ვერ გაბედავს"


ირანის პრეზიდენტის განცხადებით, ვერც ერთი ქვეყანა “ვერ გაბედავს” ირანის წინააღმდეგ აგრესიული ოპერაციის განხორციელებას. გამოსვლაში, რომელიც სახელმწიფო ტელევიზიამ გადასცა, აჰმადინეჟადი მძიმე შედეგებით დაემუქრა პოტენციურ აგრესორებს. აჰმადინეჟადის სიტყვებით, "მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, რომელიც გაბედავდა ირანზე თავდასხმას, რადგან ჩვენი გამოცდილება და ძალა მეტია, ვიდრე ოდესმე ყოფილა”. ეს განცხადება აჰმადინეჟადმა გააკეთა სამხედრო აღლუმზე, რომელიც ირან-ერაყის ომის დაწყების მორიგ, 29-ე წლისთავს მიეძღვნა. შეერთებული შტატები და ისრაელი არ გამორიცხავენ ირანზე სამხედრო იერიშს მისი ბირთვული პროგრამის გამო, რომელიც, როგორც დასავლეთში შიშობენ, ატომური იარაღის შექმნას ემსახურება. ირანი უარყოფს ამ ბრალდებას. აჰმადინეჟადი დღეს ნიუ-იორკში მიემაგზავრება, გაეროს გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად.
XS
SM
MD
LG