ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეტანიაჰუმ განაცხადა, რომ პალესტინელებთან მშვიდობის დამყარება სურს. ნიუ იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას, მან, აგრეთვე, იმედი გამოთქვა, რომ მსოფლიო არ დაუშვებს ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნას. ნეტანიაჰუმ მკაცრად გააკრიტიკა ის დელეგატები, რომლებმაც ოთხშაბათს, ირანის პრეზიდენტის მაჰმუდ აჰმადინეჟადის გამოსვლისას, დარბაზში ისხდნენ. გარდა ამისა, ნეტანიაჰუმ კრიტიკულად მოიხსენია გაეროს ანგარიში, რომლის თანახმად ისრაელმა ღაზის სექტორში, ზამთარში ჩატარებული ოპერაციისას სამხედრო დანაშაულები ჩაიდინა.
ყველაზე პოპულარული
1