Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიმიტრი ლორთქიფანიძე პატიმართა შეწყალების პროცესის შესწავლას მოითხოვს


საპარლამენტო ფრაქციამ "ძლიერი საქართველო" პარლამენტის ბიუროს დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მოთხოვნით მიმართა. საუბარია პატიმრების შეწყალების პრაქტიკაში არსებული კანონდარღვევების შესწავლაზე. წინადადება ეკუთვნის "ძლიერი საქართველოს" წარმომადგენელს დეპუტატ დიმიტრი ლორთქიფანიძეს, რომელმაც დღეს პრეს-კონფერენცია მოიწვია.მისი თქმით, საგამოძიებო კომისია შექმნის შემთხვევაში შეისწავლის როგორც შეწყალების პოლიტიკას და იქ არსებულ პრობლემებს, ასევე საბოლოოდ გაირკვევა პოლიციელის მკვლელობისთვის ეჭვმიტანილი რატი რეხვიაშვილის შეწყალების საქმეც. საქმე ის არის, რომ წარსულში ორჯერ ნასამართლევი რეხვიაშვილის ციხიდან გამოშვება, დეკემბერში, შეწყალების კომისიის გვერდის ავლით მოხდა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შეწყალების თხოვნით არც მას და არც მის ოჯახს არც კომისიისთვის მიუმართავს და არც პრეზიდენტისთვის. დეპუტატს აინტერესებს, თუ რომელმა უწყებამ წარუდგინა პრეზიდენტს შესაწყალებელ პატიმართა სია.
XS
SM
MD
LG