Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გვინეაში უშიშროების ძალებმა 58 დემონსტრანტი მოკლეს


გვინეაში უშიშროების ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს ოპოზიციის მხარდამჭერთა დემონსტრაციას და, სულ ცოტა, 58 ადამიანი მოკლეს. დემონსტრაცია დასავლეთ აფრიკის ამ სახელმწიფოს დედაქალაქ კონაკრის სტადიონზე გაიმართა. მისი მონაწილეები პროტესტს გამოთქვამდნენ ქვეყნის სამხედრო მმართველის, კაპიტან მუსა დადის კამარას რეჟიმის წინააღმდეგ. კამარამ ძალაუფლება ხელთ იგდო შარშან, უსისხლო გადატრიალების შედეგად, რომელიც პრეზიდენტ ლანსანა კონტეს გარდაცვალებას მოჰყვა. კონტე გვინეას 20 წელიწადზე მეტ ხანს მართავდა.
XS
SM
MD
LG