ჩრდილოეთ კორეის განცხადებით, მას სურს დაუბრუნდეს ექვსმხრივ მოლაპარაკებას მისი ბირთვული პროგრამის გარშემო, მაგრამ მარტო იმ შემთხვევაში, თუ წინსვლას მიაღწევს აშშ-თან ცალკე დაგეგმილ მოლაპარაკებაზე. ამ შინაარსის განცხადება, ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ირმა გააკეთა ფხენიანში ჩინეთის პრემიერ-მინისტრ ვენ ჟიაბაოსთან შეხვედრის დროს. ჩრდილოეთმა კორეამ აპრილში გამოაცხადა, რომ ტოვებს ექვსმხრივ მოლაპარაკებას ჩინეთის, იაპონიის, რუსეთის, სამხრეთ კორეის და შეერთებული შტატების მონაწილეობით. ამის შემდეგ, მაისში, ფხენიანმა მეორე ბირთვულ გამოცდა ჩაატარა.