Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ვაშინგტონ პოსტი” ავღანეთში არჩევნების გაყალბებაზე წერს


”ვაშინგტონ პოსტი”, ავღანეთის არჩევნებზე გაეროს კონფიდენციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობთი წერს, რომ ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობასა და შედეგებს შორის დიდი შეუსაბამობაა. ”ვაშინგტონ პოსტის” მიერ მოპოვებული ინფორმაციით, გაეროს მონაცემებში ჩანს, რომ ზოგიერთ ადგილას ხმების ოფიციალური დათვლის შედეგი 100 ათასით, ან მეტით აჭარბებს იმ რაიონში არჩევნებში მონაწილე მოქალაქეთა რაოდენობას. ავღანეთის სამხრეთში, პაკტიტას პროვინციაში, სადაც 212 ათასზე მეტი ამომრჩევლის ხმა აღინუსხა (უმრავლესობამ კარზაის დაუჭირა მხარი), გაეროს მონაცემებით, სინამდვილეში 35 ათასმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში. ქაბულში გაეროს წარმომადგენელმა - დენ მაკნორტონმა ”ვაშინგტონ პოსტს” განუცხადა, რომ გაზეთის მიერ მოპოვებული ინფორმაცია გაეროს ”დაუსაბუთებელი ნედლი მონაცემებია”. შეგახსენებთ, გასულ კვირაში ავღანეთში გაეროს წარმომადგენლის მოადგილე - პიტერ გოლბრაითი გაათავისუფლეს. ის აგვისტოში ჩატარებული საოპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების გამო შეშფოთებას გამოთქვამდა.
XS
SM
MD
LG