აზერბაიჯანმა მწვავედ გააკრიტიკა თურქეთი იმის გამო, რომ ის დათანხმდა სომხეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიიდან სომხეთის ძალების გასვლამდე ერევანსა და ანკარას შორის ურთიერთობის ნორმალიზება შელახავს აზერბაიჯანის ინტერესებს. განცხადებაში მთიანი ყარაბაღი იგულისხმება. სამინისტროს თქმით, ეს ნაბიჯი აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის კავშირებს ჩრდილს აყენებს, და რეგიონულ სტაბილურობას უთხრის ძირს. თითქმის ერთსაუკუნოვანი უთანხმოების შემდეგ, შაბათს თურქეთმა და სომხეთმა გააფორმეს შეთანხმება დიპლომატიური კავშირების აღდგენის, და საზღვრების გახსნის შესახებ.
ყველაზე პოპულარული
1