Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში საქმე აღიძრა საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებული კანდიდატის წინააღმდეგ


ირანში საქმე აღიძრა რეფორმების მომხრე სასულიერო პირ მეჰდი ქარუბის წინააღმდეგ მის მიერ გამოთქმული ბრალდების გამო, რომ ოპოზიციის ზოგი დაპატიმრებული მომხრე ციხეში გააუპატიურეს. ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტო "ირნას" ცნობით, საგანგებო იურიდიულმა კომიტეტმა მოამზადა საქმე ამ საკითხთან დაკავშირებით და ის პროკურატურას გაუგზავნა. ქარუბიმ, რომელიც ივნისის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა და მეოთხე ადგილზე გავიდა, ირანის კონსერვატიული ძალები გააჯავრა განცხადებით, რომ არჩევნების შემდგომი საპროტესტო აქციების დაკავებული მონაწილეების ნაწილი ციხეებში იქნენ გააუპატიურებული. გასულ თვეში ირანში სასამართლომ უარყო ქარუბის ბრალდება.
XS
SM
MD
LG