Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის პრეზიდენტი თურქეთს ეწვია


სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი დღეს თურქეთს ეწვია. მას ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ქალაქ ბურსის აერპორტში მიესალმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აჰმეტ დავუთოღლუ. სარქისიანი დღეს თურქ კოლეგა აბდულა გიულთან ერთად დაესწრება ორი ქვეყნის საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრას. საქმე ეხება სომხეთის პრეზიდენტის პირველ ვიზიტს თურქეთში ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის ოქმების გაფორმების შემდეგ. ოქმებით გამიზნულია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ნორმალიზაცია.
XS
SM
MD
LG