რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ბელგრადში ერდღიანი ვიზიტის დროს გამოაცხადა, რომ რუსეთი 1,5 მილიარდი დოლარის კრედიტს გამოჰყოფს სერბიისთვის. სერბიამ წელს ივლისში სთხოვა რუსეთს კრედიტი მომავალი წლის საბიუჯეტო დეფიციტის დასაფარად, რათა შეასრულოს პირობები, რომლებიც მას საერთაშორისო სავალუტო ფონდმა წაუყენა. ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე სერბიის პრეზიდენტმა ბორის ტადიჩმა მადლობა გადაუხადა მედვედევს კრედიტისთვის, ისევე როგორც რუსეთის მხარდაჭერისთვის კოსოვოს საკითხში სერბიის პოზიციისადმი. მედვედევმა კი ქებით მოიხსენია ორი ქვეყნის „სტრატეგიული თანამშრომლობა“. მან განსაკუთრებით შეაქო თანამშრომლობა „სამხრეთის ნაკადის“ დაგეგმილი გაზსადენის გარშემო. ამ მილსადენით რუსეთის გაზი ბალკანეთის გავლით უნდა მიეწოდოს ევროპას.
ყველაზე პოპულარული
1