Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო ოლეგ პანფილოვს ლობირებს


საქართველომ ექსტრემალური ჟურნალისტიკის ცენტრის უფროსის, ოლეგ პანფილოვის კანდიდატურა ეუთოს მასმედიასთან ურთიერთობის წარმომადგენლის პოსტზე წარადგინა. პრეტენდენტების სიაში რუსეთის ჟურნალისტთა ფედერაციის მდივნის, მიხაილ ფედოტოვის გვარიც არის შეტანილი. ამის თაობაზე, რადიო თავისუფლებას, თავად ფედოტოვმა აცნობა. მისი თქმით, ამ პოსტზე ასევე წარდგენილი არიან რუსეთის, საქართველოს, დიდი ბრიტანეთის, ავსტრიის, ბულგარეთის და ბოსნია-ჰერცეგოვინის წარმომადგენლები.
მასმედიის თავისუფლების საკითხში ეუთოს წარმომადგენლის პოსტი 1997 წელს შეიქმნა. დღეს ამ პოსტზე უნგრეთის წარმომადგენელი მიკლოშ ჰარასტია. მისი უფლებამოსილება წლის ბოლოს იწურება.
XS
SM
MD
LG