Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონსტანტინე გამსახურდია დამოუკიდებელი დეპუტატი იქნება


პარტია “თავისუფლების” ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატი იქნება. პარლამენტის თავმჯდომარესთან, დავით ბაქრაძესთან დახურულ კარს მიღმა შეხვედრის დროს, გარდა საპარლამენტო მანდატის აღდგენისა, ისაუბრეს ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გამომწვევი მიზეზების დამდგენი საპარლამენტო კომისიის შექმნაზე. გამსახურდიასთვის მანდატის აღდგენას პარლამენტი 3 ნოემბერს განიხილავს. ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გამომწვევი მიზეზების დამდგენი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარედ კონსტანტინე გამსახუდიას დანიშვნაზე კი მომავალ კვირაში ისაუბრებენ.
XS
SM
MD
LG