Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი: უკრაინას გაზის საფასურის გადახდა უჭირს


რუსეთის პრემიერ-მინიტრმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინას, ჩანს, რუსეთის გაზის საფასურის პრობლემა აქვს. პუტინის თანახმად, პრეზიდენტმა იუშჩენკომ შეაჩერა რუსეთის გაზის საფასურის გადარიცხვა. პუტინმა ემ განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოსთან, საპრეზიდენტო არჩევნებში იუშჩენკოს პოლიტიკურ ოპონენტთან, სატელეფონო საუბრის შემდეგ. პუტინის თქმით, პრობლემის მოგვარებას ევროკავრიშმაც ვერ გაართვა თავი, რადგან არ გამოჰყო დაპირებული თანხები.
XS
SM
MD
LG