Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევიდ მილიბენდი რუსეთში ვიზიტს განაგრძობს


დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ მილიბენდი რუსეთში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. კვირას მილიბენდი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს შეხვდა. მოლაპარაკებები დღესაც გაგრძელდება. მილიბენდი რუსეთის ბიზნესის ლიდერებსა და პოლიტიკოსებსაც შეხვდება. ბოლო ხუთის წლის მანძილზე მილიბენდი ბრიტანეთის პირველი საგარეო საქმეთა მინისტრია, ვინც რუსეთში ჩავიდა. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა 2006 წლის შემდეგ, ბრიტანეთის მოქალაქის - წარსულში რუსეთის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლის - ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობის შემდეგ დაიძაბა. რუსეთმა უარი განუცხადა ბრიტანეთს ეჭვმიტანილი ანდრეი ლუგოვოის გადაცემაზე. ის ახლა რუსეთის პარლამენტის წევრია.
XS
SM
MD
LG