ირანის "რევოლუციურმა გვარდიამ" გააფრთხილა ოპოზიციური ძალები, არ გამოიყენოს ამ კვირის ანტიამერიკული დემონტრაციები ახალი გამოსვლების დასაწყებად. მთავრობის მომხრე ელიტარული ძალების განცხადებაში ნათქვამია, რომ ის არ მისცემს არც ერთ ჯგუფს ნებას, გამოიყენოს არასწორი ლოზუნგები დემონსტრაციების სხვა მხრივ წარმართვისთვის. ამ კვირაში დემონსტრაციებს მოელიან ირანში, 1979 წელს აშშ-ის საელჩოში სტუდენტთა ექსტრემისტული ჯგუფის მიერ აშშ-ის მოქალაქეების მძევლად აყვანის ინციდენტის 30 წლისთავის აღსანიშნავად. ოპოზიციონერი ზომიერი ლიდერების მომხრეები ამავე დღეს, ოთხშაბათს გეგმავენ გამოსვლებს.
ყველაზე პოპულარული
1