იტალიელმა მოსამართლემ დღეს დაუსწრებლად გამოუტანა განაჩენი ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს - CIA-ის 23 ყოფილ აგენტს. მათ 2003 წელს მუსულმანი სასულიერო პირის მოტაცების გამო მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთა 5-დან 8 წლამდე. იტალიის საიდუმლო სამსახურის ორ აგენტს სამ-სამი წლით მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთა. ეს სასამართლო მსოფლიოში პირველი იყო, რომელიც ეჭვმიტანილების დაკითხვის მიზნით სხვადასხვა ქვეყანაში გადაყვანის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს საიდუმლო პროგრამის ირგვლივ გაიმართა. ამერიკელი ეჭვმიტანილები დაუსწრებლად გაასამართლეს. მათ ძებნილის სტატუსი აქვთ. აგენტებს 2003 წლის თებერვალში სასულიერო პირ ოსამა მუსტაფა ჰასან ნასრის მოტაცებაში დასდეს ბრალი. ის მილანის ქუჩიდან გაიტაცეს და იტალიასა და გერმანიაში შეერთებული შტატების ბაზებზე გადაიყვანეს. შემდეგ ეგვიპტეს გადასცეს - სადაც,როგორც თვითონ ამტკიცებს, აწამეს.
ყველაზე პოპულარული
1