Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკის შტაბის უფროსი ავღანეთში დამატებით ძალას ითხოვს


შეერთებული შტატების არმიის შტაბების უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი ჯორჯ კეისი აცხადებს, რომ ავღანეთში დამატებითი სამხედრო ძალაა საჭირო. გენერლის განმარტებით დამატებითი ძალები საჭიროა, ტალიბანის იერიშების მოსაგარიებლად მანამ, სანამ ჩვენ ავღანეთის სამოქალაქო ძალებს ვწვრთნით. კეისიმ ეს განცხადება ტელეკომპანია “ენ-ბი-სის” ეთერში გააკეთა, თუმცა არ დაუკონკრეტებია დამატებითი ძალების სავარაუდო რაოდენობა. მანამდე ავღანეთში განლაგებული შეერთებული შტატებისა და ნატოს ძალების მთავარსარდალმა გენერალმა სტენლი მაკკრისტალმა განაცხადა, რომ მისი რეკომენდაცია ავღანეთში 40 ათასი ჯარისკაცის გაგზავნას ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG