Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა ჯაშუშობის ბრალდება წაუყენა სამ ამერიკელ მოქალაქეს


ირანში ჯაშუშობის ბრალდება წაუყენეს სამ დაკავებულ ამერიკელ მოქალაქეს. ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტო "ირნას" ცნობით, ირანის გენერალურმა პროკურორმა აბას ჯაფარი დოლატაბადიმ განაცხადა, რომ გამოძიება გრძელდება. სამი ამერიკელი 31 ივლისს დააკავეს ირანში, ერაყის საზღვრის მახლობლად. აშშ-ის მთავრობა აცხადებს, რომ დაკავებული ახალგაზრდები მთაში სამოგზაუროდ იყვნენ წასული და შემთხვევით გადაკვეთეს ირანის საზღვარი. ბერლინში ვიზიტისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ირანს მოუწოდა, გაათავისუფლონ დაკავებული ამერიკელები.
XS
SM
MD
LG