Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ კორეისა და ჩრდილოეთ კორეის გემებმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს


ვრცელდება ცნობა, რომ სამშაბათს სამხრეთ კორეისა და ჩრდილოეთ კორეის გემებმა ერთმანეთის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. სამხრეთ კორეის სამხედროთა ცნობით, ჩრდილოეთ კორეის გემი სერიოზულად დაზიანდა ამ დილით ყვითელ ზღვაში მომხდარი შეტაკების შედეგად. ცეცხლი თავდაპირველად სამხრეთ კორეის გემიდან გაიხსა, რადგან სამხედროთა თანახმად, ჩრდილოეთ კორეის გემმა საზღვაო საზღვარი დაარღვია. ინფორმაცია რომელიმე მხარეს მსხვერპლის შესახებ არ ვრცელდება.
XS
SM
MD
LG