Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტირძნისელ მოზარდებს ჯაშუშობაში სდებენ ბრალს


ცხინვალის ტელევიზიამ ტირძნისელ მოზარდებს კიდევ ერთი რეპორტაჟი მიუძღვნა. დაკავებულების კადრების ფონზე რეპორტაჟის ავტორის ხმა, რომლის ვინაობაც ტელევიზიით არ დასახელებულა, მოზარდების დაკავების ახალ ვერსიაზე საუბრობდა. სიუჟეტის უცნობი ავტორი ვარაუდობდა, რომ არასრულწლოვანები თუ აფეთქებას არა, მაშინ - სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის დაზვერვას მაინც აპირებდნენ. აქვე, მან ისრაელ–პალესტინის კონფლიქტი ახსენა, სადაც ტერორისტული აქტების უმეტესობას, თურმე, ბავშვები ახორციელებენ. ამ ყველაფერს საქართველოს ხელისუფლების სახელმწიფო ტერორიზმში დადანაშაულება მოჰყვა, რაც ავტორის აზრით, დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის, ედუარდ კოკოითის პოპულარობას უკავშირდება. სოფელ ტირძნისის სკოლის 4 მოსწავლე: გიორგი რომელაშვილი, ალეკო ცაბაძე, ვიქტორ ბუჩუკური და ლევან ხმიადაშვილი რუსმა მესაზღვრეებმა და ოსმა მილიციელებმა 7 დღის წინ დააკავეს. მათ ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონოდ შენახვასა და ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში სდებენ ბრალს. ქართული მხარე მოზარდების გათავისუფლების საქმეში საერთაშორისო ორგანიზაციებს სთხოვს დახმარებას.
XS
SM
MD
LG