Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი და ავსტრია „სამხრეთის ნაკადზე“ თანამშრომლობის საკითხს განიხილავენ


რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა დღეს ავსტრიას შესათავზა გაზსადენის პროექტ „სამხრეთის ნაკადში“ მონაწილეობა. მოსკოვში ავსტრიის კანცლერ ვერნერ ფაიმანთან მოლაპარაკების შემდეგ პუტინმა განაცხადა, რომ მხარეები შეთანხმდნენ, მოამზადონ „სამხრეთის ნაკადის“ გარშემო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების პროექტი. ხოლო ფაიმანის განცხადებით, „სამხრეთის ნაკადი“ და გაზსადენი „ნაბუკო“, რომელსაც მხარს უჭერს ევროკავშირი და რომელმაც კასპიის რეგიონის გაზი უნდა მიაწოდოს ევროპას რუსეთის ტერიტორიისთვის გვერდის ავლით, ხელს შეუწყობს ენერგომომარაგების დივერსიფიკაციასა და ეს ორი პროექტი არ უნდა იქნეს მიჩნეული ერთმანეთის კონკურენტებად.
XS
SM
MD
LG